• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი ძალიან გაბრაზდა და პერსონალური შურისძიება გადაწყვიტა.!“-მელაძე

ალია ავტორი - ალია
13:32 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ფინანსური სანქციები ჟურნალისტებისთვის – ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალ ხერხებს მიმართავს. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე მომზადებულ გამოძიებას.

“სასამართლოში მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები უკვე ბრძოლის წესად იქცა”- ამბობენ ჟურნალისტები.

“შაბათის ეთერის” ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე პრემიერის პირად შურისძიებაზე საუბრობს.

როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი ძალიან გაბრაზდა, იმ თემით, რომ სწორედ ჩვენმა გუნდმა გამოიკვლია ღარიბაშვილის მიერ მიტაცებული, გადაფორმებული ტყის ამბავი, ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები. ახლა კი პერსონალური შურისძიება გადაწყვიტა. მისი გარემოცვა და მასთან დაკავშირებული პირები სასამართლოში ჩივიან და ითხოვენ ჩვენი საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. ეს არის ერთადერთი ანგარიში, სადაც გვერიცხება ხელფასი, უნდათ ხელფასი ვერ ავიღოთ. უფრო შორს წავიდნენ და ასევე ითხოვენ, ჩვენი საცხოვრებელი სახლების დაყადაღებას. სასამართლოს რეპუტაცია კი ამ ქვეყანაში საყოველთაოდ ცნობილია და ახლა ამ გზით ცდილობენ, ჩვენი საცხოვრებელი სახლები დააყადაღონ და ამით ჟურნალისტებზე პერსონალური ანგარიშსწორება განახორციელონ! – აცხადებს ნოდარ მელაძე.

ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, ჟურნალისტი, მაკა ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რეპორტაჟში გავიდა, ეყრდნობოდა მთავარი მოქმედი პირების განცხადებებს, რომლებიც წესით დიდი ბიზნესის მფლობელები უნდა ყოფილიყვნენ და როგორც შემდეგში თვითონ საუბრობდნენ აღმოჩნდნენ მუშები:

ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი სწორედაც რომ პირად შურისძიებას უკავშირდება და სხვა არაფერს”- აღნიშნავს მაკა ანდრონიკაშვილი.

ჟურნალისტ-გამომძიებელი ამბობს, რომ მის რეპორტაჟში, ყველა ფაქტი დოკუმენტებით იყო გამყარებული, ამასთან თავად ნუგზარ ალუღიშვილი არ უარყოფდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან, ტარიელ ღარიბაშვილთან ახლო კავშირები ჰქონდა.

რაც შეეხება იურისტებს, ადვოკატები სარჩელს უპრეცედენტოს უწოდებენ. ქეთევან ზანდუკელი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში მოპასუხე მხოლოდ ტელევიზია უნდა იყოს და არა ჟურნალისტები.

ამ შემთხვევაში, იმის გარდა, რომ ჟურნალისტები არიან დასახელებულები, დასახელებულია ნოდარ მელაძე და მოთხოვნილია ყადაღა მის ქონებაზე, რაც ძალიან საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ ეს არის იერიში არამხოლოდ ტელევიზიაზე, არამედ მის ძირითად და მნიშვნელოვან აქტორებზე. ითხოვენ 20 000 ლარს მორალური ზიანისთვის, რაც ასევე უპრეცენდენტო თანხაა. ჩვენი საერთო სასამართლოების პრაქტიკით, ასეთი თანხა დადგენილი არ არის არცერთ დავაში.

ნუგზარ ალუღიშვილთან დაკავშირებით, რეპორტაჟი 21 დეკემბერს მომზადდა. ღარიბაშვილებთან დაახლოებული პირი ნინოწმინდაში მიწებისა და ღვინის ქარხანის მფლობელია, ასევე ფლობს ხორბლის საცავებს, თუმცა ადგილობრივები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანი არაფორმალურად მართავს პრემიერის მამის ქონებას.

ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved