• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – ზალკალიანს არ აპატიებენ და მოხსნიან მალე. ისედაც უპირებენ გადაყენებას – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
13:20 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ჟურნალისტი ვახო სანაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
                                                                                                                                               

“ზალკალიანს ნორმალური განცხადება ჰქონდა უკრაინაზე. ასევე დაგმო სახელმწიფო სათათბიროს მიმართვა პუტინისადმი, აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – არ აპატიებენ და მოხსნიან მალე. ისედაც უპირებენ გადაყენებას”, – სანაია “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა ქვეყნის განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ხოლო, ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში.

„დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის.

„არავის აქვს უფლება, აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს თავად აირჩიონ საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად“,- აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დღე უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე.

mix.metronome.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved