• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია” – მიხეილ სააკაშვილი ქოლცენტრების საქმეზე

ალია ავტორი - ალია
13:01 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ქოლცენტრების თაღლითურ სქემასა და “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ პროპაგანდას, რომ მასში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გარეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს:

“ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია. 10 ათასი, უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავათ, გამოდგომოდნენ ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ე.ი. ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში.

ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს.

მათ ცხვირწინ ამხელა შენობებით და ამდენი ათასი კაცით როგორ ოპერირებდა. ხელისუფლებამ, ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამხელა სამუშაო რესურსს რაიმე კვალიფიციური და კანონიერი სამუშაო უპოვნოს, ამ ხალხს გაუგზავნა შეტყობინება და სთავაზობს სომხეთში გადაბარგებას იგივე საქმის საკეთებლად.

ყოჩაღ ლევან ხაბეიშვილს, რომ გაუხეთქა მათ და ჩაუშალა ასეთი სქემა. ახლა ლევანს სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა და დაცვა, რათა სხვა მსგავსი, მათ შორის, პირველ რიგში ქართველების მძარცველი სქემები ჩაშალოს. ჩვენ კი, დროზე უნდა დავასრულოთ ეს მავნებლები თბილისში, იმიტომ რომ ესენი ახალ თაობას სთავაზობენ მარტივ გზას უცხოეთისას.

ქოცების მთელი მესიჯბოქსი და “იმედის” მრავალრიცხოვანი სიუჟეტები ხაბეიშვილზე უტყუარად ადასტურებს, რომ მათ ძალიან მტკივნეულ ადგილას მიარტყა. წარმოიდგინეთ, ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგინებს, რომელსაც ივანიშვილი და ლილუაშვილი კონვერტებით უნაწილებდნენ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, თავდაცვის სამინისტროს და სუს-ის ოფიცრებს, დეპუტატებს…

ივანიშვილის ფულის რეცხვის კარტელის წევრებს ჩვენ სულ მალე ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არა ერევანში, არამედ თბილისსა და ლაზიკაში შევთავაზებთ.

და ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! მახსოვს, თავისი საქმიანობის დასაწყისში, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved