• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი იქნებოდა, დასკვნები თავად გამოეტანა ოპოზიციას, რომლებმაც იცანცარეს ,არ დაგვიჯერეს და ეს წინ დახვდათ!”-ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:57 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

შალვა ნათელაშვილის მოწოდებები არის არასერიოზული. ოპოზიციას ეუბნება, მანდატები დატოვეთო, ეს მაშინ, როცა თავად ორი დღის წინ ამბობდა, პარლამენტში შემოვდივარო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, უფლებას დაიტოვებს, რომ შალვა ნათელაშვილის რჩევა არ გაითვალისწინოს.

„მისი ეს აზრი მეტისმეტად წინააღმდეგობრივია და მადლობა შალვა ნათელაშვილს მოწოდებების, რჩევისთვის, მაგრამ უფლებას დავიტოვებ, რომ მისი რჩევა არ გავითვალისწინოთ. ოთახი მას ჩემი ოთახის წინ მისცეს. ორი დღის წინ ამბობდა, რომ მისი პარტიის რაღაც ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, მანამდე თავად ერთი წელი ლანძღავდა ყველას, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდოდა. ვინაიდან მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, მაქედან გამოდით და ქუჩაში დადექითო, ეს არის გაუგებარი ზიგზაგი, რაც ბუმერანგის ეფექტის მატარებელია და არათანმიმდევრულ პარტიებს აზიანებს. კარგი იქნებოდა, საარჩევნო სიები აღმდგარიყო და დასკვნები თავად გამოეტანა ოპოზიციას, რომლებმაც იცანცარეს და არ დაგვიჯერეს, სიებს ნუ აუქმებდნენ. არ დაგვიჯერეს და ეს წინ დახვდათ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ სიებს არ აღადგენს, თუმცა ეს იქნება ჭკუის კარგი სასწავლებელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა გამართა ბრიფინგი და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, მანდატები დატოვონ. მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად უნდა გაემზადოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved