• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყელის ტკივილისთვის ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით, რომელიც მედიკამენტებზე მეტად დაგეხმარებათ” – გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:44 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,898

ომიკრონით ავადობისას ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და შემაწუხებელი სიმპტომი ყელის ტკივილია, რომელსაც მედიკამენტები ძნელად აყუჩებს. თუ ყელის ტკივილის დროს იღებთ მედიკამენტებს და შედეგი არ გაქვთ, ექიმი გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა მარტივად, სახლის პირობებში:

– ომიკრონის შემთხვევაში ყელის ტკივილი 10 ადამიანიდან 7-ს აქვს. ომიკრონის 5 ძირითადი ნიშანი გულისხმობს: ყელის ტკივილს, სურდოს, თავის ტკივილს, ცემინებასა და დაღლილობას. როგორც კი ყელი გამოშრება, ავტომატურად დაიწყება ფხაჭნა, გამოხატული ტკივილი ყლაპვის, საუბრის დროს. რომც არ იმკურნალოთ, ყელის ტკივილი 2-დან 7 დღემდე ვადაში თავისითაც ალაგდება.ყელის ტკივილის მართვის ყველაზე ეფექტური გზას გასწავლით, რომელიც უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე მედიკამენტები. ესენიც მუშაობენ, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ ფული იმაში, რისი მოგვარებაც უფრო მარტივად შეგიძლიათ. თუ გინდათ, რომ ყელის ტკივილი მოაგვაროთ, ყველაზე სწრაფი გზა მარილიანი თბილი წყლის სავლებია. აიღეთ 240 მლ თბილი წყალი. არ შეიძლება ცხელი, რადგან ის კიდევ უფრო გატკენთ ყელს. ასევე, არც ცივია რეკომენდებული. თბილ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, კარგად მოურიეთ და გამოივლეთ 15 წამის განმავლობაში ძალიან კარგად. ოღონდ, ეს წყალი არ გადაყლაპოთ. ეს გაიმეორეთ დაახლოებით ყოველ 1-2 საათში. ჩვენთან ზოგიერთი იყენებს სოდას. მისი გამოყენებაც შეიძლება, ამ შემთხვევაში ტუტე ხსნარი მიიღება, მაგრამ სჯობს, მარილიანი გამოიყენოთ. ის ნამდვილად სანდოა. გარდა მარილიანითბილი წყლისა, ასევე ყელის ტკივილის მართვა ორი მედიკამენტით ხდება: პარაცეტამოლით და იბუპროფენით (6 თვის ასაკის ზევით). ეს წამლები ერთჯერადად არ უნდა მიიღოთ, ისინი ყოველ 4-6 საათში უნდა გამოიყენოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ 18 წლამდე ასპირინის გამოყენება არ შეიძლება.
ამავდროულად, მიიღეთ ძალიან ბევრი სითხე. იმიტომ, რომ როდესაც ანთებაა და ტემპერატურა იზრდება, უფრო მეტ წყალს აორთქლებთ, ავტომატურად ყელის ტკივილიც იზრდება. ამიტომ, სითხეების, თაფლიანი წყლის მიღება სასურველია.

ყელის ტკივილის მართვის დროს შესაძლოა ექიმმა გამოიყენოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ადგილობრივი ანტისეპტიკურები, ადგილობრივი ანტიბიოტიკები, ოღონდ მათი გამოყენება ომიკრონის დროს არ ღირს. მარილიანი თბილი წყალი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ეს საშუალებები.

როცა ყელი გტკივათ, აუცილებლად მოერიდეთ საუბარს, თამბაქოს კვამლს, ცხელ ან ცივ საკვებს, უხეშ საკვებს, ცხარესა და მჟავეს და კონდიციონერიან ოთახს იმიტომ, რომ ის ჰაერს აშრობს და მშრალი ჰაერი ყელის ტკივილს კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.
თუ გაწუხებთ ყელის ტკივილი და თან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ნერწყვი, გამოხატული ნერწყვდენა, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ბავშვს ყელი სტკივა და თან აქვს სახსრების ტკივილი ან გამონაყარი, ეს შეიძლება სტრეპტოკოკული ტონზილიტის ნიშნები იყოს, რაც შესაძლოა მერე მწვავე რევმატული ცხელებით გართულდეს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved