აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა დაიწყო.
„სამწუხაროდ, რუსეთის განცხადებებსა და ქმედებებს შორის განსხვავება არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის მნიშვნელოვანი უკან დახევა. პირიქით, ჩვენ კვლავ ვხედავთ ძალებს, განსაკუთრებით ძალებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი განახლებული აგრესიის ავანგარდში იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.














კომენტარები