• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას“ – იენს სტოლტენბერგი

ალია ავტორი - ალია
14:57 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ან არა ნატოს წევრი, ამას ალიანსის 30 წევრი წყვეტს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმნა.

„ალიანსის წევრებმა ეს პრინციპი მკაფიოდ დააფიქსირეს. პატივი უნდა ვცეთ ევროპაში თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ფინეთი და შვედეთი ნატოს ახლო პარტნიორები არიან, თუმცა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს არ აკეთებენ. ამასთანავე მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატო ხელს ვერ მოაწერს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას არგაფართოების შესახებ. ეს პრინციპი არა მხოლოდ ნატოს წესდებაში, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტშიცაა გაწერილი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვთ, რუსეთი ჩაერთვება დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს.

„ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ადგილზე დეესკალაციას. პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას. ამასთან, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი 26 იანვარს რუსეთისთვის გაგზავნილ წერილობით წინადადებებზე, რომლებიც ასახავს საკითხებს, სადაც ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, დასხდნენ რუსეთთან ერთად და შეეცადონ, იპოვონ პოლიტიკური გზა. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას, რომ მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად მზად ვართ უარესისთვის. და თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ქმედებების და გეგმების გამოვლენას, რათა გაურთულდეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გახორციელება. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩაერთვება მნიშვნელოვან დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved