უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი. დარჩიაშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც კონფლიქტის ამ ეტაპზე მხარეებმა მიიღეს.
„რუსულ ნაწილთა ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდება. დიდი ალბათობით, არაფერი არ მოხდება. ამ დიდი ხნის ომის დღევანდელ, ვირტუალურ ეტაპზე პუტინმა მიაღწია იმას, რომ ურეკავენ, პირადად ნახულობენ და ეს ახარებს, უკრაინამ მიაღწია დასავლეთის მის გვერდით მეტ-ნაკლებ დადგომას, ამერიკამ მიაღწია ნატოში ერთიანობას, უთანხმოებათა შესუსტებას. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ – წერს დავით დარჩიაშვილი.
კომენტარები