• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერი ისევ ჯიგრულ-ქართულ პონტში წყდება!”-სანაია

ალია ავტორი - ალია
11:40 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მე ღარიბი ქოცების გამკვირვებია, ამას რომ ეგუებიან და ბოლდებიან ღირსების აღდგენის ლოზუნგით, – აღნიშნულის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“წარმოვიდგინოთ ტიპი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, ასე 80-იანი წლების ბოლოს, რაღაც ქარხანას ხელმძღვანელობდა და კარგად ჭრიდა ფულს. გადასარევად ცხოვრობდა. უკვე აღარც ქონების აფიშირებას ერიდებოდა, საქმეებიც გადასარევად მისდიოდა. ასეთი ბევრი იყო. მერე ის კაი ქვეყანა დაინგრა. საქართველო დამოუკიდებელი გახდა. მანდ ცოტა გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ფული უნდა შეენარჩუნებინა, მეორე მხრივ, ბოლომდე ვერ გაიგო, როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება. მალე ქვეყანაში ყველაფერი აირია – ომი, უბედურება, შეიარაღებული ხალხის თარეში. ამ მღვრიე წყალში, მარიფათი გამოიჩინა, დროც იხელთა და უფრო დიდი ქონება ჩაიგდო ხელში.

და აი მოვიდა ბიძინა. აი აქ კი ისევ აიმაღლა ხმა და დაიწყო მოყოლა, როგორ წაართვეს ყველაფერი. იმ ქონებაზე ამბობს, რომელიც ვითომ ბაბუამისმა დაუატოვა და ხალხის ხარჯზე არ ჰქონდეს ნაშოვნი. არადა აღვწერეთ უკვე, როგორ შერჩა ძირითადი ნაწილი იმისა, რაც მოსახლეობას წაღლიტა. ერთი სიტყვით, მიხვდა, რომ ქონების ახალი გადანაწილება იწყებოდა და მენტალურად მისთვის ახლობელი ხალხი აღმოჩნდა სათავეში. ფიქრობს გულში, ბიძინამაც ხომ იშოვა რუსეთში იმ არეულ დროს, ალბათ გავუგებთ ერთმანეთს. გაუგეს კიდეც. გადმოეწყო ახალ ტალღაზე. მთავარი იყო, ხმამაღლა ეყვირა – გაუმარჯოს ახალ მთავრობას ! ემტკიცებინა, როგორ წაართვეს ყველაფერი. მეტი არც არაფერი იყო საჭირო. მიდგა-მოდგა და ჩაჯდა სქემებში. გაახსენდა ძველი დრო, შვილს რჩევებს აძლევს, რა და როგორ მოიპაროს, ვის დაუმეგობრდეს, ვის აგინოს. ყველაფერი ისევ ჯიგრულ-ქართულ პონტში წყდება.
მოკლედ, ეს კატეგორია ყოველთვის კარგად იყო. უნდათ ახლა ამათ ცვლილებები და ქონების ახალი გადანაწილება ? რა თქმა უნდა – არა.

მე ღარიბი ქოცების გამკვირვებია, ამას რომ ეგუებიან და ბოლდებიან ღირსების აღდგენის ლოზუნგით. ღირსების აღდგენა კი არა, უფრო გამდიდრების წყურვილი ჰქვია მაგ ამბავს ისევ თქვენს ხარჯზე. ნუ ბოლდებით, არასდროს ყოფილა ეგ კატეგორია ცუდად. რა თქმა უნდა, არსებობდნენ ისეთებიც, რომელთაც მართლა ცუდად მოეპყრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოპარული ჰქონდათ ის ფული. ოღონდ ამ სტატუსში მე ფართო სურათზე ვწერ.

მოკლედ, ისევ მათი მთავრობაა ახლა. ეგეთია დღევანდელი ქართული ბიზნესი, მთავრობა და ჩვენც ისეთი ვართ, როგორიც ვართ – ქოციან-ნაციან-შუაშისტიან-არავისტიანად.
ნაცნობებიც გეყოლებათ, მეგობრებიც. წინა ხელისუფლების დროს დაბადების დღეს მაგარ აგარაკზე რომ გადაიხდიდნენ სადმე თბილისის შემოგარენში. ვა, ეს საიდან ? მამაჩემი რომ იქ მუშაობდა, ბაბუაჩემი რომ ბიზნესში იყო და ეგეთები. ხვდები, რომ ეს ხალხი ისევ გადასარევად იყო. მერე იმ დაბადების დღეზე უცებ გაიჩითებოდნენ – ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შვილები და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილებიც. ჯიგრულად იყვნენ ერთმანეთთან. დალაგებული იყო ყველაფერი.ზღაპარია, რომ ეგენი ცუდად იყვნენ წინა ხელისუფლების დროს”, – წერს სანაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved