• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშკარაა, ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია…” – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
01:54 02-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

“არ ვამბობთ უარს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არ ვიცით, ეს გზა როდის და სად მიგვიყვანს”.

ვოლოდიმერ ზელენსკი.

,,არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის, და მაინც ამ გზას უნდა გავუდგე”

გალაკტიონ ტაბიძე.

აშკარაა, რომ ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა.

მელაძის არ იყოს, ვინ უთარგმნა, რატომ უთარგმნა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია, ვინ მიაწოდა, რატომ მიაწოდა, როგორ მიაწოდა ვოლოდიმერ ზელენსკის ეს ციტატა?

ღრმა ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ სააკაშვილმა.

ისაა პოეზიის შემფასებელი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზეპირად იცის კლასიკა, თანაც ეს ლექსი არ შეიძლებოდა არ გახსენებოდა, როდესაც არაჟნით დატვირთულ ფურაში ჯდებოდა.

არაა გამორიცხული, რომ ზელენსკიმ სააკაშვილის მიერ უკრაინის ჰიმნის შესრულების საპასუხო ჟესტი გააკეთოს და საქართველოს ჰიმნი იმღეროს, როიალის აკომპანიმენტით, რომელზეც, როგორც ცნობილია, ძალიან სპეციფიურად უკრავს.

სხვათა შორის, ზოგიერთი ეზოთერიკოსის აზრით, სააკაშვილის ნამღერმა, ისევე როგორც გვარამიას გამომეტყველებამ ამ უნიკალური მოვლენის მიმდინარეობისას, დაარღვია დედამიწის ბიოენერგეტიკული ბალანსი, რასაც მიწისძვრა მოჰყვა.

სხვადასხვა ძალის ცენტრებში მუშავდება ამ ნამღერის რიტმების ტექტონიკურ იარაღად გამოყენების საკითხი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საიქიოში შეიქმნა ახალი პლასტი, სადაც ქართველ ოპოზიციონერთა და მათთან კოჰაბიტირებულ პოზიციონერთა სულები საქართველოს ნატოში მიღებამდე იძულებით დატკბებიან სააკაშვილის სიმღერითა და ლექსების დეკლამაციებით, ისევე როგორც მისი მუდმივი გაშუქებით ქართულ მედიაში.

ვიღაცას შეიძლება ეს სასჯელი სასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ არა მგონია დასჯილები მიხვდნენ, რომ მათ სჯიან, რადგან ესაა ერთადერთი სამყარო, რომელშიც მათ ცხოვრება უნდათ.”

თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved