ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის. არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია“ – წერს შენგელია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 თებერვალს ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი – გიგა ფარულავა აირჩია.
ფარულავას კანდიდატრას მხარი დღეს 25-ვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ. კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბაჩანა შენგელია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებდა, არ დაეშვათ ზუგდიდში საკრებულას თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა.
კომენტარები