• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით” – სააკაშვილის წერილი ზურაბიშვილს

ალია ავტორი - ალია
18:22 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მიმდინარე შეხვედრებს ეხმაურება და წერს:

“მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.

მაგალითად, ქალბატონი სალომე თვლის, რომ ჩვენი “9 წელი” ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს:

1. წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;

2. დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;

3. მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.

თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად “თანხმობის პროცესი”.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას ქალბატონი პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!

გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved