• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯარის ხალხი რატომ კვდება? რატომ გადავიდა თურქეთში? სად არის მისი ქურთუკი?” – სნაიპერის გარდაცვალების საქმე და ოჯახის კითხვები გამოძიებას

ალია ავტორი - ალია
18:12 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

გარდაცვლილი 32 წლის ქართველი სამხედროს, მევლუდ ბენდელიანის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ბენდელიანი ქობულეთის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს უკვე მესამე სამხედროა, რომელიც ბოლო პერიოდში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

ჯარისკაცის ოჯახის წევრები  საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი სნაიპერი იყო, დაკარგულია მისი ქურთუკი.

ოჯახის ინფორმაციით, სამხედრომ ჯერ საქართველო-თურქეთის საზღვარი გადალახა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 3 დღეში ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მევლუდ ბენდელიანი თავს არ მოიკლავდა.

“რატომ იღუპებიან სამხედროები ყოველ მეორე დღეს, რატომ ხდება ეს. ჯარის ხალხი რატომ კვდება? გორის საქმე… მოიკლა თავი? მოკიდოს გამოძიებამ ხელი ნუ ზიან კაბინეტებში”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

“ტვ პირველთან” საუბრობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და გარდაცვლილის ძმა და ისინი ამბობენ:

“აიყვანეს, ჩამოკიდეს… ამას ეს თავისით არ გააკეთებდა. არ ვიცით რა გაუკეთეს, არ დატოვოთ ეს ბავშვი უყურადღებოდ… ძირამდე ჩადით და გამოარკვიეთ… არ დატოვოთ ეს საქმე ასე…”

“უკვე სამმა სამხედრომ თავი მოისწრაფა – რატომ, რის გულისთვის? ტყუილად არავინ თავს არ მოიკლავს. ჩამოსვლის დღიდან თურქეთში გადადის ბიჭი…”

“თურქეთში გადაკვეთა, მიდის და მოდის – ვის დავადოთ ხელი?”

ქვეყანამ ბოლო ერთ კვირაში სამი სამხედრო, ავღანეთის სამშვიდობო მისიის და აგვისტოს ომის მონაწილეები დაკარგა.

სამივე ამბავზე თავდაცვის სამინისტრო დუმს.

გამოძიებას არ ენდობა ასევე გორში ნაპოვნი გარდაცვლილი 45 წლის შალვა ტაბატაძის ოჯახი.  გამოძიების ვერსიით, სამხედრო ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შალვა ტაბატაძის ახლობლები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებენ. ოჯახს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხიდის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ცხედარი ან რატომ არ მოიძია პოლიციამ მძღოლი, თუ მანქანა იპოვა.

თეგები: თავდაცვის სამინისტროშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved