შსს-ს ინფორმაციით, დაკარგული ამერიკელი ტურისტი პოლიციამ იპოვა.
სად იყო ის სამი დღის განმავლობაში, ამ ეტაპზე, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი ცოცხალი და ჯანმრთელია.
ახლობლების ინფორმაციით, ლოიოსს ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ხუთი დღის წინ, 7 თებერვალს ჰქონდა.
“ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ბოლოს ნახა 9 თებერვალს, ძველ თბილისში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს”, – ეწერა იმ განცხადებაში, რომლითაც ახლობლები ხალხს აშშ-ის მოქალაქის მოძებნაში დახმარებას სთხოვდნენ.
კომენტარები