• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისრაელში ინფიცირებულების ვინაობას ასახელებენ“ – ქართველი ებრაელი ბიზნესმენი კორონავირუსზე

ალია ავტორი - ალია
01:12 03-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ქართველ ებრაელი არქიტექტორი, ბიზნესმენი, ინვესტორი და კოორპორაცია „ENGELINVEST GROUP “ – ის დირექტორთა საბჭოს წევრი დავით (ალონი) აჯიაშვილი, რომელიც ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა, ამჟამად, თელ-ავივში ცხოვრობს და საქმიანობს. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ბიზნესმენს ისრელში დაუკავშირდა.

– რა მდგომარეობაა ისრაელში?

„მოსახლეობა, აბსოლუტური გაგებით ეკიდება შექმნილ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც მთავრობას, ყოველდღიურად შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. მთავრობა და სპეცსამსახურებიც კი, აბსოლუტურად მობილიზებული არიან სიტუაციის კონტროლის ქვეშ შესანარჩუნებლად.

– ინფიცირებულთა რაოდენობა?

დღეისათვის ისრაელში 705 ინფიცირებულია, აქედან, ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 45 – საშუალო სიმძიმის, დანარჩენი იოლ ფორმაში. სპეცსამსახურებს, მიეცათ საშუალება, თვალყური ადევნონ ყველა ინფიცირებულის ნებისმიერ მოძრაობას და 100% აკონტროლონ ისინი მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით.

– საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა?

გუშინ, ქვეყანა პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმში გადავიდა, ანუ მსუბუქი ფორმის კომენდანტის საათია შემოღებული. მასმედია ავრცელებს ყოველივე ინფიცირებულის ადგილმდებარეობას, მის მიმოსვლის მარშტუტს და ადგილებს, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. იმისათვის რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ადგილებში, თავიანთი სურვილით 2-კვირიან კარანტინშია. ჩემს ირგვლივ, მადლობა ღმერთს, ესეთები არ არიან.

– რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო?

დღეისათვის, მოქმედებს მოძრავი ლაბორატორიები და კეთდება – 2400 ადამიანის შემოწმება. მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მიაღწიოს დღეში მინიმუმ 10000 – 15000 ადამიანის შემოწმებას და ამიტომ სათანადოდ მიდის, სინჯების მასიური შესყიდვა მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, სინჯების უკმარისობაა ყველა ქვეყანაში.

– სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ…

ეს დახურული თემაა, მხოლოდ პროფესიონალი ვირუსოლოგები ფლობენ ამ ინფორმაციას. აქ თვითმკურნალობით არავინ არ არის დაკავებული!

– ვინაობას მალავენ ინფიცირებული პაციენტები, ან მათი ოჯახის წევრები? 

ჩვენ, ჩვენი ერის მტრები კი არ ვართ, დავმალოთ. საკმარისი მტრები გვყავს (268 მილიონი), თითქმის 8 მილიონიან ქვეყანას, სადაც ებრაელები, მხოლოდ 6 მილიონი ვართ, დანარჩენი კი ისრაელის არაბები. ჩვენ, ომს შეჩვეული ერი ვართ, რის გამო ექსტრემალურ ვითარებაში ერთიანობის და საბრძოლო სულის სიძლიერის მობილიზაციის უნარი და კოლექტიური თვითშენარჩუნების ინსტინქტი ჩამოგვიყალიბდა. აქ, სადღეგრძელოებს არ ამბობენ, ქმედებით ამტკიცებენ ერის სიყვარულს – ყველა ინდივიდი, ვისაც რა შეუძლია! ასეთ ვითარებებში, ჩვენთან, სიტვა „მე“, ხდება სიტვა „ჩვენ“-ის ტოლფასი და მე ამით ვამაყობ!

„პრაიმტაიმი“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved