• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათში განჯის კარს დაცვის პოლიცია იცავს – ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა

ალია ავტორი - ალია
18:36 02-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
284

გელათის  სამონასტრო კომპლექსში განჯის კარს ოთხი დღეა დაცვის პოლიცია მეთვალყურეობს.
მონასტერში ასევე დამონტაჟებულია სათვალთავლო კამერებიც.

“არ ვიცი რატომ გახდა საჭირო, მე ვერ გეტყვის ამას”, – ამბობს  მონასტერში მოძღვაწე სასულიერო პირი. 

სამონასტრო კომპლექსის ეზოში მოწყობილია დაცვის პოლიცის ე.წ. სადგურიც. 

არსებული ინფორამციით, დაცვის თანამშრომლები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიქირავა. 

საქართველოს კულტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშია აღნიშნული სააგენტო “ქუთაისიპოსტს” განუმარტეს, რომ 

“სამონასტრო  კომპლექსს, ისევე როგორც  არაერთ მუზეუმს  არ ქონდა შესაბამისი დაცვა, რაც ეტაპობრივად გასწორა”, – განმარტავენ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

სამ თებერვალს, აზერბაიჯანული მედია APA.AZ-ის მიერ, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განჯის კარის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

“ჩვენ განვიხილავთ განჯის კარის აზერბაიჯანში დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათაშორისი კომისია და აზერბაიჯანულმა მხარემ ეს საკითხი კომისიის დღის წესრიგში შეიტანა. მოლაპარაკების მიმდინარეობა არ არის მარტივი. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის კარიბჭის დაბრუნება“,- ამბობდა ანარ ქერიმოვი ინტერვიუში.

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის მეთორმეტე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.

განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანისათვის დაბრუნების შესაძლებლობაზე აზერბაიჯანული და ქართული მედია 2012 წელსაც წერდა. მაშინ აზერბაიჯანელი მეცნიერები განიხილავდნენ შესაძლებლობას, განჯის ჭიშკრის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს დაეთმო დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ორგანული ნაწილია, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ დადგენილი საზღვრებით აზერბაიჯანის მხარეს რჩება.

“ქუთაისიპოსტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved