• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ალია ავტორი - ალია
13:59 02-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა. საქმე ეხება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2021 წლის 15 ოქტომბერს დაწყებულ გამოძიებას, – ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, 2021 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. 2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ და განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში.

15 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ პატიმრის მონიტორინგი და რომელთათვისაც ცნობილი იყო წარსულში პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტისა და სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის მიმართ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების აუცილებლობის თაობაზე, არაჯეროვნად შეასრულეს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე.

უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავის ჩამოხრჩობის გზით განახორციელა სუიციდი. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 50-მდე პირი, ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა – სამედიცინო, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. 2022 წლის 7 თებერვალს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე დასაბუთებული წინადადებით მიმართა ზედამხედველ პროკურორს.

2022 წლის 9 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილი წინადადება და გამოიტანა დადგენილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved