ანზორ ჩუბინიძემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და შენობა უკანა გასასვლელით დატოვა.
ჩუბინიძე დღეს პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობით, დასაკითხად იყო დაბარებული, თუმცა სდსს-ს უფროსმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
“მე ვრჩები ჩემი განცხადების ერთგული და არანაირი სურვილი არ მაქვს აქ მონაწილეობის”, – თქვა ანზორ ჩუბინიძემ, შემდეგ კი სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებდა.
კომენტარები