ფეისბუქის გვერდი ჩვენი ზესტაფონი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„დღეს დილით სოფელ სვირთან მოხდა საშინელი ავარია…დაღუპულია ხუთი ზესტაფონელი.. ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ზესტაფონს და სრულიად საქართველოს.. გაანათლოს უფალმა მათი სულები…“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილები ისხდნენ, საპირისპირო ზოლში მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ყველა პირი ადგილზე დაიღუპა.



ფოტოების ავტორი შოთა ფერაძე
კომენტარები