• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გააძევა

ალია ავტორი - ალია
12:20 02-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

თბილისის საქალაქო ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება. ცოტა ხნის წინ მანდატურებმა პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები “ვერ გაუტარებდნენ”.

მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: “კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!”

ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩარკვიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მას მიმართა, თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს. 

“სამარცხვინოდ თუ მიგაჩნიათ ეს პროცესი, ნუ ჩაიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ნებით მიიღოთ მონაწილეობა  „ამ სამარცხვინო პროცესში“. დარჩით სახლში და ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიის მეშვეობით ადევნეთ თვალი. ის, რომ პროცესი ისტორიულია, არავის შეხსენება ამაზე არ მჭირდება. 6 წელია ვიხილავ ამ საქმეს და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები. მაგრამ, უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესს გავუძღვე სრულყოფილად”, – მიმართა მოსამართლემ თაკო ჩარკვიანს.

საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში დაცვის მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს კითხავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved