საქალაქო სასამართლოში ე.წ. იჯაკების საქმის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროკურორების გაღიზიანება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც მან საზოგადოებას ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ასევე, პროკურორების ფეშენებელური სახლების ფოტოები წარადგინა.
შექმნილი ხმაურის გამო, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და სხდომის დახურვით დაემუქრა.
მე თქვენ გაძლევთ ახლა შენიშვნას, რომ თუ თქვენ მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებ საქმის განხილვას. არავინ არ მოითმენს შეურაცხყოფას,– თქვა მოსამართლემ.
კომენტარები