• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მმართველი გუნდის კულუარებში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ “ღარიბაშვილი ითხოვს, მოიფიქრონ სქემა, პროექტი, ნებისმიერი რამ…”

ალია ავტორი - ალია
22:06 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ანი დვალიშვილი, ალია

ადრე დავწერეთ, გაზაფხულზე თუ სერიოზული უცხოური ინვესტიცია არ განხორციელდა, ჩვენს ვალუტას ცხენიანი კაცი ვეღარ დაეწევა. სამწუხაროდ, საქართველოში მსხვილი ინვესტიციის ჩადების მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს და მთავრობა ისევ ბიძინა ივანიშვილის იმედად არის, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა 150-მილიონიანი ინვესტიცია, თუმცა…

„ივანიშვილმა ინვესტიციის განხორციელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა, რადგან ის რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობის გარკვევას ელოდება. ზუსტად ისე, როგორც სხვა ინვესტორები და ყველა თანხმდება, რომ სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ეკონომიკასაც დაარტყამს და მინიმუმ 15, მაქსიმუმ კი 25%-იანი ინფლაცია შეიძლება მოხდეს, რასაც ახალი ინვესტიცია ვერანაირად ვერ გადაარჩენს“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.

მისივე მტკიცებით, უკრაინამ უკვე განიცადა აუნაზღაურებელი ზარალი, რადგან სწორედ ომის დაწყების შიშით, ქვეყნიდან არაერთი ინვესტორი და უცხოური კომპანია გავიდა, საერთო ჯამში კი, უკრაინიდან გატანილმა კაპიტალმა ლამის 20 მილიარდ დოლარს მიუკაკუნა და ამ თანხის უკან დაბრუნებას წლები დასჭირდება. უკრაინის ეკონომიკა მუქარების ფონზეც ზარალობს და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ომის დაწყების შემთხვევაში?! საქართველო კი ამ ომზე მარტივი მიზეზის გამოა მიბმული – ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი გახლავთ და არც უკრაინაა ბოლო ადგილებზე. შესაბამისად, ორივე მხარესთან ურთიერთობა გაჭირდება და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი გვექნება, რაც საქართველოს მყიფე ეკონომიკას აშკარად არ წაადგება.

მმართველი გუნდის კულუარებში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ითხოვს მოიფიქრონ სქემა, პროექტი, ნებისმიერი რამ, რაც შესაძლებლობას მისცემს, მინიმუმ 10 ათასი მოქალაქე დასაქმდეს. საქართველოსთვის ეს ციფრი მცირე ნამდვილად არ არის და 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილი ხმამაღალი განაცხადიც იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი სრულფასოვანი და გრძელვადიანი ადგილის შექმნას დაახლოებით 60-70 ათასი ლარი სჭირდება, საუბარი 600-700 მილიონ ლარზეა, ეს თანხა კი ციდან ნამდვლად არ ჩამოვარდება, მიწაზე კი… ფული არ აქვს ქვეყანას, ფული.

მწვანე პასპორტების გაუქმება ხელისუფლებამ ოსტატურად დაამთხვია ინფიცირების შემთხვევების რეკორდულ ზრდას. ისე, რომ იცოდეთ, მოსახლოების ოდენობისა და ვირუსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ანუ მსოფლიოში რაღაცაში მაინც ვართ პირველზე. ჰო, მწვანე პასპორტები ერთადერთი მიზეზით გაუქმდა – იმის მიუხედავად, რომ ყველა რესტორნის შესასვლელთან პრაქტიკულად, სამედიცინო პუნქტი გაიხსნა და ვირუსზე პასუხს მისული სტუმრები 20 ლარად ანდაც უფასოდ მალევე იღებდნენ, მაინც დიდი დისკომფორტი იყო და რესტორნებს მუშაობა უჭირდათ. რეალურად, ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესი კვდება და სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ მის მიერვე შემოღებული აკრძალვა გააუქმა. მიუხედავად ამისა, რესტორატორები არ მალავენ, რომ არსებობა უკვე ძნელი კი არა, შეუძლებელია და თუ საზაფხული ტურისტული სეზონის შარშანდეს 500%-ით (!!!) არ გადააჭარბებს, გამორიცხულია, ამ სფეროს უდიდესმა ნაწილმა ბაზარზე დარჩენა მოახერხოს.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს. სწორედ საყოველთაო გავრცელების გამო, ქართველი მედიცინის მუშაკები ვარაუდობენ, რომ ომიკრონი ვირუსის დასასრულის დასაწყისია, თუმცა… არსებობს უდიდესი მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ახალი შტამი გავრცელდება, რომელიც ასევე შედარებით სუსტი იქნება, თუმცა მისი გავრცელების გამო, სრულად რაიმეს ამუშავება გამორიცხულია. ვირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა არამარტო დედაქალაქსა და მის შემოგარენს, არამედ რეგიონებსაც, სადაც ტურისტების ნაკლებობას დღემდე განიცდიან. მართალია, სამთო კურორტებზე დამსვენებელს თითქოს არ უჩივიან, მაგრამ სასტუმროები ძირითადად ადგილობრივების ხარჯზეა შევსებული, ადგილობრივები კი შემოსული ტურისტებიგან განსხვავებით, სამჯერ ნაკლებს ხარჯავენ და რაც მთავარია, არც სუვენირებს ეტანებიან, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჰო, „მცირე ინვესტიციას“ რუსთავი ელოდება, რადგან 2 აპრილს იქ შუალედური არჩევნები გაიმართება და როგორც ვარაუდობენ, თითო ხმა ერთი-მეორეზე 250-დან 300 ლაარამდე დაფასდება. ეს კი, რუსთავის რეალობიდდან გამომდინარე, 15 მილიონ ლარამდეა და ერთი ქალაქის მოსახლეობისთვის ეს ფული ცოტა ნამდვილად არაა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved