• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოუნდა ხომ გაშლილი ქოლგის ქვეშ?” – ირაკლი ზარქუას “ალალი” განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:07 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, ეხმაურება გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და ამბობს:

„მოუნდა ხომ გაშლილი ქოლგის ქვეშ? უგულავას იდეა – არ ვიცი, ეს ქოლგა დახურული იქნება, თუ გაშლილი და საერთო ოპოზიციის რომელ ფლანგში გაერთიანდება, მაგრამ მგონია, რომ ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები, კორუმპირებულები, მთელი წლები ბიუჯეტს რომ ხრავდნენ, გინდ გაშლილი და გინდა, დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა. ეს ვერ გაითვალისწინეს, ვერ გაიაზრეს და ისევ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. მათი არჩევანია, მმართველ პარტიას საერთოდ არ აქვს ეს პრობლემა, რაც უნდათ, ის იტრიალონ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. რაც უნდათ ქნან, როგორც უნდათ, იტრიალონ, ხან დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ხან – გაშლილი.

ალალად გეუბნებით, ჩვენც გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, ვინც გველაპარაკება არა ჩასაფრებული პოზიციიდან, სადაც აპრიორი აგებენ მერე ყველა თემაზე დებატს და კამათს, არამედ იყოს ჯანსაღი კამათი, დისკუსია. უამრავი ხარვეზი და შეცდომააა, რასაც შეიძლება, ვაკეთებდეთ, მაგრამ როცა მორალის ენით გელაპარაკება უგულავა, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა, ეს რაც დავუმტკიცეთ, სააკაშვილი იქიდან რომ ბრძნულ აზრებს დაწერს და გამოუშვებს, თურმე როგორი უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, ხომ ყველამ იცის, რომ ამას არ მიიღებს არც მოსახლეობა, არც ჩვენ, აპრიორი განწირულია ეს. ვიდრე ეს მოძველებული, როგორც უგულავამ უწოდა თავის დროზე სააკაშვილს ჯართიო და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად, ვიდრე ასეთი ადამიანები იქნებიან პოლიტიკაში, მანამდე რადიკალური ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში იქნება. ჩვენ გვაქვს დებატები, გვაქვს კამათი, მათ შორის მათი ინიციატივებიც გადის, რაღაცებს ვითვალისწინებთ, ვიღებთ შენიშვნებს, ეს არის სწორი ჯაბაასი, მაგრამ არ გამოვა ასე, დემოკრატიაზე რომ გელაპარაკება უგულავა, რომელმაც რა არ ჩაიდინა და მწვალებელთა პარტია“

“ენმ ქოლგა პარტია დანარჩენი ოპოზიციისთვის”- უგულავას ახალი ინიციატივა
თეგები: ირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved