• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რემდესივირი” სიმსივნის გამომწვევი ეფექტით გამოირჩევა – ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალია ავტორი - ალია
19:32 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ავტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირთან“ დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„რემდესივირი და ვირუსებთან ასოცირებული სიმსივნის გაზრდილი რისკი.


რემდესივირზე არაერთხელ მისაუბრია საინფორმაციო საშუალებებით და დამიწერია სოციალურ ქსელში, არაერთხელ გავაფრთხილე სამედიცინო საზოგადოება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროც, ამ პრეპარატის საეჭვო რეპუტაციაზე იმ ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დაგროვდა მსოფლიოში რემდესივირის კლინიკური კვლევების საფუძველზე. დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებათა სოლიდური მასა ადასტურებს იმას, რომ ეს პრეპარატი არ არის ეფექტური, ან უკეთეს შემთხვევაში, გააჩნია მინიმალური კლინიკური ეფექტი. ეს არაერთხელ გაჟღერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან და მისი ვერდიქტი არის ის, რომ ეს პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული ახალი კორონავირუსის არცერთი კლინიკური ფორმის დროს. მედიცინის ზოგადი კანონია, რომ ის პრეპარატი, რომელიც არ მუშაობს, არ უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფების სამკურნალოდ, პირველ რიგში „არ ავნოს“ – მედიცინის მთავარი კანონიდან გამომდინარე.
და აი ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების (რომლის წევრიც გახლავართ) ერთ-ერთ წამყვანი ჟურნალის 2022 წლის იანვრის ნომერში ქვეყნდება კვლევის შედეგები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რემდესივირი განაპირობებს იმ ვირუსების გააქტიურებას, რომლებიც ლატენტური („მიძინებული“) ფორმით უკვე არის SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში. პირველ რიგში საუბარია ჰერპესის ჯგუფის ვირუსებზე, მათ შორის კი ყველაზე სახიფათო – ონკოგენური (ანუ სიმსივნის გამოწვევის პოტენციალის მქონე) ჰერპესვირუსებზე. რემდესივირი იწვევს აღნიშნული ვირუსების ხელახალ პროდუქციას, ე.წ. რეაქტივაციას, აღნიშნული პრეპარატის მიერ უჯრედშიდა სასიგნალო სისტემებზე ზემოქმედების გზით. ამ ონკოგენური ვირუსების „გაღვიძება” მართლაც საგანგაშოა, რადგან ეს სიმსივნური პროცესის „გაშვების“ წინაპირობაა. კვლევის ავტორების დასკვნა მარტივია: რემდესივირით ნამკურნალები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა ზედმიწევნით გაკონტროლდეს ვირუსებით განპირობებული სიმსივნეების აღმოცენების გაზრდილი რისკის კუთხით. თუმცა ამ მარტივი დასკვნის მიღმა ძალიან მძიმე რეალობა იშლება. განსაკუთრებით თუ გავაცნობიერებთ, რომ ეს პრეპარატი ფაქტიურად ყოველგვარი რეალური ეფექტურობის გარეშე გამოიყენებოდა და კვლავაც გამოიყენება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო საქართველოში კი რემდესივირის გარშემო არაჯანსაღი ინტერესის გამო ის განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყენება.


სამწუხაროა, რომ ასეთ თემაზე სოციალური ქსელით მიხდება საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ისეთი რეალობა, რომ არ არსებობს პროფესიული პლატფორმა, სადაც შეიძლება მსგავსი საფრთხეების შესახებ მმართველ რგოლებთან ურთიერთობა – ნებისმიერი ასეთი გაფრთხილება განიხილება როგორც არსებული იდილიის დარღვევის მცდელობა, სადაც „ჩევნ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვმართავთ პანდემიას“. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ სპეციალისტებმა მიაწვდინონ საზოგადოების წევრებს ხმა და გააფრთხილონ მსგავსი საფრთხეების შესახებ.

რა გავაკეთოთ? პირველ რიგში შევწყვიტოთ კლინიკურ პრაქტიკაში ისეთი წამლების გამოყენება, რომლებსაც რეალურად არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, გამოიყენება მხოლოდ იმიტომ, რომ „არაფერს რაიმე სჯობს“ და, სამწუხაროდ, ადამიანის მომავალი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს, ყოველ შემთხვევაში გამოყენება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება“, – წერს გიორგი კამკამიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved