• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვირის რძე 1 ლ.60 ლარი, ყველი – 1 კგ.1.500 ლარი – „ვირლანდია“ და მისი საინტერესო ისტორია

ალია ავტორი - ალია
16:24 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,083

„ვირლანდია“ – სახედრების პირველი ფერმა საქართველოში რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს. პროდუქტი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. როგორც  ფერმის ხელმძღვანელი თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.

ვირის რძე და ყველი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფასითაც, 1 ლიტრი რძე 60 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ. ყველის ფასი 1500 ლარს შეადგენს.

მაღალი ფასის მიუხედავად, ,,ვირლანდიის“ პროდუქტების  მიმართ დიდი მოთხოვნაა, რასაც ფერმერი მის უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.

,,სახედრების ფერმის დაარსებამდე გავეცანით უცხოურს და ტრადიციულ ქართულ გამოცდილებას, საფუძვლიანად შევისწავლეთ ბაზარი.  ცალკეული შემთხვევები მრავლადაა ხალხურ მედიცინაშიც, რასაც ამყარებს იმუნოლოგების, პედიატრების და სამედიცინო ექსპერტების კვლევები. პირველ რიგში, მთავარი გამორჩეული თვისება არის ის, რომ დედის რძესთან შესაძლებლობით ყველაზე ახლოს დგას, შეიცავს ანტიალერგიულ, ანტიმიკრობულ თვისებებს, D ვიტამინს. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან მათში უფრო ხშირია რესპირატორული დაავადებები და სასუნთქი გზების ინფექციები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ფასით გამოირჩევა, ვირის რძის მიმართ დიდი მოთხოვნაა. ინტერნეტით იყიდება ძირითადად, უფრო ბავშვებისთვის ყიდულობენ და მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიუტეტი აქვს. დიდი მოთხოვნაა ექსპორტზეც, თუმცა იმდენად მაღალ სტანდარტს მოითხოვს, რომ ჩვენი ფერმისთვის ჯერჯერობით მისი დაკმაყოფილება სიძნელეს წარმოადგენს, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული“, — ამბობს თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“.

მისივე თქმით, ფერმა  2016 წელს დაარსდა. ჰყავს 35 სახედარი და აქვს 40 ჰა ფართობის საძოვარი.

მაღალი ფასი განპირობებულია ვირის დაბალი წველადობით, რომელიც დღეში სულ რაღაც 200-300 გრამ რძეს იძლევა. ფერმა დღეში საშუალოდ, ზამთრის სეზონზე 5-6 ლიტრ რძეს აწარმოებს, ზაფხულში – 4-5-ჯერ მეტს.

ერთი კილო ყველის მომზადებას კი 25 ლიტრი რძე სჭირდება, ამიტომ რძეს ფერმაში კვირაობით აგროვებენ.

რძისა და ყველის გარდა, ,,ვირლანდიაში“ იწარმოება მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე და სახედრის რძეზე დამზადებული ხელნაკეთი საპნებიც.

რაც შეეხება იმას, თუ რისთვის გამოიყენება ვირის რძე და რა დადებითი თვისებები გააჩნია მას, ფერმერის განმარტებით, ვირის რძეს, ბაქტერია როგორც ასეთი არ აქვს და ის როგორც სამედიცინო მიზნით, ასევე კოსმეტიკური პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება.

ფერმერი ირწმუნება, რომ  სახედრის რძით რამდენიმე თვეში ათობით ჩვილი განიკურნა ყივანახველისგან, ბრონქების მძიმე დაავადებისგან, გაციებისგან.

ცნობისთვის,  სახედრის რძეს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ წერდნენ ფილოსოფოსი არისტოტელე, ისტორიკოსი ქსენოფონტე, ექიმი ჰიპოკრატე და იბნ სენა. იყენებდნენ ძველი რომაელები, ბერძნები, ინგლისელები და ფრანგები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლეოპატრას ფერმაში 700 ვირი ჰყავდა და მათი რძის აბაზანებს იღებდა. სახედრის რძეს რომის პაპი ფრანცისკი სვამდა.

XIX საუკუნეში ბელგიასა და საფრანგეთში შეიქმნა ფერმები, რომლებიც ამარაგებდნენ ჰოსპიტალს სახედრის რძით ბავშვების გამოსაკვებად.

დღეისათვის სახედრის ფერმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს და აწარმოებენ რძეს სამკურნალო-კოსმეტიკური დანიშნულებით.

დღეისათვის სახედრის რძეზე მზადდება ყველაზე ძვირადღირებული ბავშვთა კვების პროდუქტები, შოკოლადი (შვეიცარია, ჩინეთი), სახის მოვლის საშუალებები: კრემები, საპნები, ლოსიონები და ნიღბები.

სახედრის რძე მდიდარია ვიტამინებით: A, B, C, D, E, მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით, ცინკით, ფოსფორით, იმუნოგლობულინებით, ომეგა 3 და 6-ით. იგი შეიცავს ანტიალერგენებს და ანტიბაქტერიულ ფერმენტებს. მასში ხდება კოლაგენის სინთეზი და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved