საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და თიანეთის ყოფილი მერის თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის მეგობარმა, ყოფილმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა MIX – მეტრონომს მიაწოდა.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, გაუმჯობესდა. კრიზისი გადალახულია. ახლა ველოდებით ანალიზების პასუხს, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ”, – განუცხადა MIX – მეტრონომს კვიციანმა.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
კომენტარები