• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებულია 25 000, რეალური შემთხვევა 100 000 გვაქვს, რომელიც ბინაზე მკურნალობს“- დევი ტაბიძე

ალია ავტორი - ალია
13:24 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება.

„მატების მაქსიმალური ციფრის წარმოდგენა რთულია, მაგრამ ის 20 000-ს არ გასცდება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ამ 20 000 შემთხვევაში სწორად წარვმართოთ მისი მენეჯმენტი, სწორად იქნას გადანაწილებული პაციენტთა რაოდენობა როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზაფხულის პერიოდი იყო და მაქსიმალური მაჩვენებელი 7 000-მდე ავიდა, მოხერხდა ჰოსპიტლის მართვა. ამ შემთხვევაში საველე ჰოსპიტლის შექმნის არანაირი აუცილებლობა არაა.

რაოდენობა თუ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალს გაუჭირდება. თვითონ სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობაა დასნებოვნებული და ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, რომ ადამიანური რესურსები სწორად იქნას გადანაწილებული. დეფიციტი არ არის, ჩანაცვლებები ხდება სარეზერვო სამუშაოების და გრაფიკების მიხედვით, ჯერჯერობით ეს რეგულირდება, მაგრამ თუ რაოდენობა ძალიან გაიზრდება, არსებული კადრებით ცოტა გაძნელდება მისი მართვა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

„ომიკრონმა“ თავისი ახალი წესები შემოგვთავაზა, „ომიკრონი“ არ არის კოვიდინფექციის წერტილი. მოსახლეობამ არ მიიღოს, თითქოს ჩვენ რაღაც ახალს ველოდებით და გართულებებზე ვსაუბრობთ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე მრავალი საუკუნის მანძილზე გავიარეთ, პრაქტიკულად ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მათთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და თანაცხოვრება ამ ვირუსებთან ერთად“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ნიღბის ტარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ნიღაბს, ნიღბის ტარებაზეც კი პრეტენზიაა, არათუ ვაქცინაციაზე, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ნიღბის ტარება სულ მცირე ერთი წელი მაინც მოგვიწევს. რეალურად, ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთადერთი საკონტროლო და გადარჩენის გზა“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.

გარდა ამისა, დევი ტაბიძემ ისაუბრა იმ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია სიმპტომიანი, თუმცა მხოლოდ ერთი იკეთებს ტესტირებას.

„მაგალითად, თუ ოჯახი არის 4-წევრიანი, ოთხივე არის სიმპტომიანი, ერთი წევრი იკეთებს გამოკვლევას და თუ მას დაუდასტურდა, დანარჩენებიც თვლიან, რომ დადებითები არიან. ეს ძალიან დიდ აცდენას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებში. ამიტომ, თუ ვამბობდით, რომ დღიური შემთხვევების რაოდენობა იყო 25 000-ის ფარგლებში, რეალური პასუხი იქნება სამშაბათს, უფრო მეტად ოთხშაბათს. ასეთი ტიპის ოჯახები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემთხვევები არის ერთი-ოთხზე. ანუ, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 000, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 000, რომელიც ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved