• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენი: ყველა თეთრი, რომელიც აბონენტებმა ზედმეტად გადაიხადეს, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე

ალია ავტორი - ალია
10:15 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ვინაიდან, ამ ორი კომპანიის („თელასისა“ და „თელმიკოს“) მისამართით, მოსახლეობის მასობრივი პრეტენზია უკვე განმეორებითია, მარეგულირებელ კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ.

„შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, მრიცხველიდან ჩვენებები ამოიწერონ, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, როდის გადაგზავნიან, რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ. „თელასიცა“, ისე „თელმიკოც“ ლიცენზირებული კომპანიებია. შესაბამისად, მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ჯერ ფინანსური სასჯელით ისჯებიან, განმეორების შემთხვევაში – ასევე, ფინანსური სანქციით, ხოლო შემდგომში – ლიცენზიის ჩამორთმევით. რაც შეეხება თანხების დაბრუნებას – ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არის გადახდილი აბონენტების მხრიდან, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე“, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი დღეიდან 1 თვის განმავლობაში შეისწავლის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved