• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

WP: რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის

ალია ავტორი - ალია
18:17 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან საკუთარ ტერიტორიაზე და ბელარუსშიც სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს და საზღვრებთან ამჟამად 83 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული, რაც უკრაინაში შეჭრის ოპერაციის მაქსიმიზაციისთვის საჭირო ძალების 70%-ია.

თითო ტაქტიკურ ჯგუფში 750 სამხედროა. ამ ძალებს დამატებით ათასობით სამხედრო ლოგისტიკურ, საჰაერო და სამედიცინო მხარდაჭერას უწევს. აშშ-ს ოფიციალური პირების მიხედვით, უკრაინის საზღვრებთან მთლიანობაში 100 000 მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი. დასავლური უშიშროების ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებით, საზღვრებთან 130 000 სამხედროა მობილიზებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსეთი უახლოვდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის მზადყოფნას. ხოლო ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ 50 000 სამოქალაქო პირი დაიღუპოს ან დაიჭრას, კიევში მთავრობა ორ დღეში დაეცეს და წარმოიქმნას ჰუმანიტარული კრიზისი – 5 მილიონამდე ადამიანი დევნილი გახდეს.

The Washington Post-ი წერს, რომ აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, წარმოდგენას იცვლიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სადაზვერვო სამსახურების შეფასებებით, დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა თანდათან იწურება.

“ჩვენ ვღელავთ, რადგანაც სხვა ქვეყნის საზღვართან ორჯერ არ უყრი სამხედრო ძალებს თავს და შემდეგ უმოქმედოდ არ ხარ. ეს არის, რაც რეალურად მაშინებს. პუტინმა ყველა ძალა გამოიყვანა. ახლა თუ არაფერს გააკეთებს, რას ეუბნება ეს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ძალაზე?” – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ თანამდებობის პირს.

გამოცემის მიხედვით, დაზვერვის ინფორმაციაში ჩახედული წყაროების ცნობით, პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა მასშტაბის შეიძლება იყოს უკრაინაში შეჭრა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, შეჭრა უფრო მცირე მასშტაბის იყოს და შავი ზღვის სანაპიროს გაუყვეს, ანექსირებული ყირიმიდან დაიწყოს ან რუსული სამხედრო ძალები დონბასში შევიდნენ.

WP-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, შეჭრისთვის ოპტიმალურ დროდ თებერვლის შუიდან მარტის ბოლომდე პერიოდი მიიჩნევა, როდესაც უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოყინულია, რაც სამხედრო ტექნიკას მანევრირებას უადვილებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved