• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მივლინებები ხალხის ხარჯზე | 2020 წელს, პანდემიის პირობებში “ოცნების” მაღალჩინოსნებმა 60 მილიონამდე ლარი დახარჯეს

ალია ავტორი - ალია
17:41 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

წლიდან წლამდე საქართველოს ხელისუფლება მივლინებებში სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს. მათი მგზავრობის, სასტუმროს, კვებისა და უცხოეთში გადაადგილების ხარჯებს კი ხალხი იხდის.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში კოვიდ პანდემიაა და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სახელმწიფო უწყებებმა მაღალჩინოსნების მივლინებებში 2020 წელს 60 მილიონამდე ლარი დახარჯეს. შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მაგალითისთვის, 2020 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მილვინებებზე – 1.7 მილიონი ლარი დახარჯა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 2.9 მილიონი, თავდაცვის სამინისტრომ – 3.1 მილიონი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 2.7 მილიონი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ – 1.5 მილიონი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზიტები, რომელიც განახორციელეს, მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, კონკრეტულ რომელ ვიზიტებზე საუბრობენ.

საკითხზე საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კვლავ წინა ხელისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, ახლანდელი ხელისუფლების მივლინებები უფრო “ხარისხიანია”.

“აიღეთ კონკრეტული მივლინებები, ანგარიშები და მოითხოვეთ კონკრეტულად რა გააკეთა მაგალითად როდესაც ჩასული იყო ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან რასთან დაკავშირებით იყო საუბარი, როდესაც იყო უსაფრთხოების კონფერენცია, ან ბრიუსელის კონფერენცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასე შემდეგ. უამრავი თემაა, რაშიც რა საკვირველია ხარჯებში ვერ შეედრება სააკაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, ხარისხით გაცილებით უკეთესია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდის მივლინებები”, – ამბობს გია ვოლსკი.

ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ამგვარი ქმედებები ბიუროკრატიული სახელმწიფოსა და “არაზნეობრივი ჩინოვნიკებისთვის” არის დამახასიათებელი.

“როდესაც მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იყო და პერიოდში 57 მილიონი იხარჯება მივლინებებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რამდენი იქნება 2021-ში, რაც ჯერ არ ვიცით. მაგრამ ვიცით დაახლოებით რამდენი იქნება. 2019 წელს პანდემიამდე მივლინებებზე იხარჯებოდა 100 მილიონი ლარი. ეს ერთ უზარმაზარ საქმეს გადაჭრიდა ქვეყანაში. ეს არის ბიუროკრატიული სახელმწიფოს და არაზნეობრივი ჩინოვნიკების ქმედებისათვის დამახასიათებელი საქციელი”, – თქვა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved