• რეკლამა
  • კონტაქტი
01:37, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშობლების ნაჩუქარი ფულით გამდიდრებულები – ვაკის, მთაწმინდის, ისნისა და კრწანისის გამგებლების ქონება

ალია ავტორი - ალია
11:23 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

მშობლების მიერ ნაჩუქარი ფულით გამდიდრებული გამგებლები – გამგებლების ანგარიშებზე ჩარიცხული ათობით ათასი დოლარის მიღებას, მათი უმეტესობა სწორედ მშობლების საჩუქარს უწოდებს, თუმცა საიდან აქვთ მშობლებს ასეთი საჩუქრების გაკეთების საშუალება, ეს არავინ იცის.

გაგაცნობთ თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებლის ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ქონება ხან უცნაურად ჩნდება, ხან კი საერთოდ ქრება.

მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში მთაწმინდის გამგებელს, დავით კირკიტაძეს ეკუთვნის. 1800 კვ/მ ფართობის ნაკვეთი კირკიტაძემ 2020 წელს 45 000 ლარად შეიძინა.

ეჭვს იწვევს ნაკვეთის ფასი, რომელიც ძალიან დაბალია საბაზრო ღირებულებაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე კვადრატული მიწის ნაკვეთის ფასი 50 დოლარიდან იწყება, ამიტომ, გამგებლის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ დავით კირკიტაძე იტყუება. 

მის ქონებრივ დეკლარაციაშია კიდევ ორი ბინა – 133 კვ/მ ფართობის – თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე და 62 კვ.მ ფართობის – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე. ჯამში 105 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება კირკიტაძემ მეუღლესთან ერთად 2017 წელს შეიძინა.

იმ დროს, როდესაც მათი შემოსავალი გაცილებით დაბალი იყო.

კითხვის ნიშნებს აჩენს კრწანისის გამგებლის ქონებაც. 593 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბორჯომში, კურორტ ცემში, ასევე ბინები თბილისში წყნეთის გზატკეცილზე, რომლის ფართობი 56 კვმ-ია და 202 კვ.მ ფართობის ბინა  კანდელაკის ქუჩაზე, რომელიც ბექა მიქაუტაძეს  მამამ აჩუქა. მიქაუტაძემ და მისმა მეუღლემ მშობლებისგან საჩუქრად ჯამში 175 000 დოლარის უძრავი ქონება და 15 000 ლარი ნაღდი ფული მიიღეს.

თავად მიქაუტაძე უძრავი ქონების ჩუქებას მემკვიდრეობად ხსნის.

ვაკის გამგებლის ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების გვერდი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ  დავით კვინიკაძე და მისი ოჯახი უძრავ ქონებას არ ფლობენ, მაგრამ არის ერთი საინტერესო გარემოება – კვინიკაძე  უძრავ ქონებას ნამდვილად ფლობდა, თუმცა მისი გამგებლად დანიშვნის შემდეგ, ის დეკლარაციიდან გაქრა და არც ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა ჩანს. 

რა დაემართა ქონებას, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მან არ ისურვა .

კითხვებს თავი აარიდა ისნის გამგებელმაც. ნიკა ელისაშვილმა მის ანგარიშზე გაჩენილ 20 000 დოლარზე მიუთითა, რომ მშობლებმა აჩუქეს.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved