ბრიტანელმა EuroMillions-ის ლატარიაში 109.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.
იღბლიანი გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მან 5 ძირითადი და 2 დამატებითი რიცხვი გამოიცნო. თავად ბილეთის ღირებულა 2,5 ევროა.
გამარჯვებულს შეუძლია მოგებული თანხა, ნახევარი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიტანოს. EuroMillions-ის ლატარია საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ასევე პორტუგალიაში, ირლანდიასა და ავსტრიაში თამაშდება.
კომენტარები