პარალიზებული მშენებლობა და გაფიცული მუშები ადიგენში! აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე რამდენიმე დღეა შეჩერებულია.
თანამშრომლები ამბობენ, რომ სამუშაოების იმ იქამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი პირობები არ შესრულდება.
გაფიცულები ხელფასების დროული დარიცხვასა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას ითხოვენ. წინაპირობად რჩება ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული 15–მდე პირის დაბრუნება.
ამასთან, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული, მირიან ნათენაძის თქმით, კომპანია „მაკრო კონსთრაქშენის“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან მაშინ გაათავისუფლა, როცა იზოლაციაში იმყოფებოდა.
მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და იზოლაციაში ყოფნის დროს, რამდენიმე ადამიანი და მათ შორის მეც სამსახურიდან გამიშვეს. ჩვენს აცვლად კი თურქები მოიყვენეს. ამის გარდა 12-13 საათს გვამუშავებენ, თუმცა ამ საათებს არავინ გვინაზღაურებს”- აცხადებს სამსახურიდან გათავისუფლებული პირი.
კომენტარები