ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის ადვოკატის ალექსანდრე მგელაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს შეფარდების შესახებ გაასაჩივრებს. მისი განმარტებით, კირკიტაძისთვის გირაოს შეფარდების საფუძველი არ არსებობდა:
“არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების არც ფორმალური არც საპროცესო გამოყენების არავითარი საფუძვლები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა 5 000 ლარის ოდენობა და გადასახდელად 20 დღის ვადა განუსაზღვრა. აღნიშნული დაცვის მხარის მიერ აუცილებლად გასაჩივრებული იქნება კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – თქვა ადვოკატმა.
კომენტარები