• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის მოიკლებს ომიკრონით დაინფიცირებულების რაოდენობა – ამირან გამყრელიძის პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
16:22 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება პიკშია.

„გარკვეულწილად პიკში ვართ. პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამყრელიძეს აქვს მოლოდინი, რომ სიკვდილიანობა შემცირდება. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება.

„ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს,  დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა – 900-დან 1100-ის ფარგლებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ზოგადადაც აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული – 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ასე სწრაფად ფატალური გამოსავალი არ შეგვიმცირდეს.

ადამიანების კუმულაციური რაოდენობა საკმაოდ მაღალია – ეს, რაც აღრიცხულია, მაგრამ, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, სულ მცირე 2.5-ზე უნდა გამრავლდეს. დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved