• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი კეპულაძე : ,,საბანკო სესხის პროცენტი ზოგიერთი პარტიის ლიდერის პოპულისტური განცხადებებით ვერ შემცირდება”

ალია ავტორი - ალია
15:52 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ საპენსიო სესხებზე პროცენტი დაიკლებს, თუმცა ეკონომიკური ექსპერტების ნაწილს არ ესმის, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, რაზე დაყრდნობით აკეთებს “მოქალაქეების” ლიდერი ასეთ განცხადებას.

რამდენიმე დღის წინ რუსთავი-2-ის ეთერში ალეკო ელისაშვილმა ისიც თქვა, რომ სპეციალური კომისია, რომელიც საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნა მიმდინარე კვირაში შეიკრიბება, თუმცა როგორც bm.ge-ს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძემ განუცხადა, კომისიის სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიტიკოსებს, დეპუტატებს აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ შეცვალონ ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ვითარება, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ. მე მესმის, რომ პოლიტიკოსისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა, როცა პოპულისტურ დაპირებებს აკეთებს, თუმცა თუ ეს არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, მალე გამოაშკარავდება. შეიძლება მოკლე ვადაში მოატყუო ადამიანები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოაშკარავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ეს გაითვალისწინონ.

დიდი ხანია გვესმის დაპირებები პოლიტიკოსებისგან, მათ შორის ალეკო ელისაშვილისგან საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, მაგრამ ვისურვებდი, რომ მათგან მოვისმინოთ არგუმენტები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საპროცენტო სესხების განაკვეთის შემცირება, როცა ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა და რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. როგორ ესახებათ ეს?“, – განაცხადა კეპულაძემ.

რაც შეეხება კომისიის მუშაობას, კეპულაძის თქმით, სხდომა ჯერჯერობით არ გამართულა და როცა ჩაინიშნება, „საზოგადოება და ბანკები“ ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვება.

„აუცილებლად დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს, რაც შეიძლება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მინდა ყველას გვესმოდეს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ხშირად არ არის დამოკიდებული რომელიმე პარტიის ლიდერის განცხადებაზე, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ლარში“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved