• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Mobler-ი ზარალზე მუშაობდა“ – ავეჯის მაღაზია პროდუქციის ლიკვიდაციის რეჟიმზე გადავიდა

ალია ავტორი - ალია
10:47 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

ავეჯის მაღაზია Mobler-ი, რომელიც ICR Group-ის ერთ-ერთ ბრენდს წარმოადგენს, 1-ელი თებერვლიდან პროდუქციის ლიკვიდაციის რეჟიმზე გადავიდა. ავეჯის მაღაზიის Facebook-გვერდზე ავეჯი 50-70%-იანი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ პოსტები აქტიურად იდება. BM.GE დაინტერესდა ხომ არ გადის ბრენდი ბაზრიდან და რა ფაქტორებმა მიიყვანა კომპანია ამ გადაწყვეტილებამდე. ამ კითხვებით ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძეს მივმართეთ.

მისი განმარტებით, გარკვეული სირთულეების გამო Mobler-ი ოპერირების კონფიგურაციას იცვლის და ლიკვიდაციის შემდეგ ის სახლისთვის საჭირო აქსესუარების მაღაზიად გადაკეთდება.

„Mobler-ი ბაზრიდან არ გადის, უფრო კონფიგურაციას იცვლის და დეკორის და აქსესუარების ნაწილში გადავა. ლოგისტიკური პრობლემების გამო, იმის გათვალისწინებით რომ აზიიდან ტრანსპორტირება საკმაოდ გაძვირდა, პროდუქციის იმპორტს ფაქტობრივად აზრი დაეკარგა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბოლო პერიოდში ბრენდი ზარალზე მუშაობდა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომლითაც მაღაზიაში უფრო წვრილი მოცულობის ავეჯი და დეკორი იქნება წარმოდგენილი. Mobler-ი ახალი კონფიგურაციით მომხმარებელს პროდუქციას 1 აპრილიდან შესთავაზებს“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.

აღსანიშნია, რომ ICR Group-ი ავეჯის მიმართულებით კიდევ რამდენიმე მაღაზიას მართავს, მათ შორისაა “ლაბორატორია ჩემი სახლი”, “კარე”, იტალიური შოურუმი ლაბორატორია, “ჩემი ოფისი”. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცვლილებები სხვა მაღაზიებს არ შეეხება.

„ზოგადად აზიიდან ტრანსპორტირება გახუთმაგებულია, რაც არა მხოლოდ ავეჯს, არამედ სხვა პროდუქციასაც აძვირებს. ამიტომ ჩვენი შევცვალეთ და ძირითადად შეკვეთები ბრაზილიის და თურქ მწარმოებლებზე გადმოვიტანეთ. Mobler-ის გარდა, სხვა მაღაზიები ცვლილებებს არ დაექვემდებარება, რადგან მასობრივ ბაზარზე ძირითადად Mobler-ი იყო გათვლილი“, – აღნიშნა ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მისი ინფორმაციით, Mobler-ი ბაზარზე ქავთარაძის და აღმაშენებლის ხეივნის ფილიალით დარჩება, ხოლო ავეჯის ცენტრ „საბაში“ არსებული ფილიალი დაიხურება. კახა ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ სხვა ავეჯის მაღაზიებთან მიმართებით, გაზაფხულიდან მომხმარებელს ახალ ბრენდებს და სიახლეებს შესთავაზებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved