• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოლიგარქო”, “პარიკმახერი” 1 დღეში შემოუშვით და 5 კვირაა არ უშვებთ ექიმებს… ოდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო…” – სააკაშვილი ივანიშვილზე

ალია ავტორი - ალია
13:11 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა:

“მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან და “პარიკმახერი” შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან დიდი სისუსტე, მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.

ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ამას ვერსად დაუძვრები ოლიგარქო… ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როდესაც შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს, მახსოვრობა არ მქონდეს და ინვალიდიზაცია მოხდეს. ეს იქნება ან სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება.

მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო, ნაციონალურ მოძრაობაც დაეკარგა მახსოვრობაო. მე მინდა ვუთხრა, ოდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო და მერე დეგრადირდა, მახსოვრობა იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მათრიეს, იმიტომ ხომ არ დამეკარგა რომ ღამე საწოლში მახრჩობდნენ, იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ გადაძახილს მიწყობდნენ გლდანში?

მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ უკვე ექსტერიტორიული პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში. ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამის ხარჯზე…

მე მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა. შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს დამთავრდება ცუდად თქვენთვის პირველ რიგში, ამის გარანტიას გაძლევთ”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved