მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ მის სასამართლო პროცესს დაესწრება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საქალაქო სასამართლოში გადაყვანასთან დაკავშირებით ჯერ იუსტიციის სამინისტროს პასუხი უცნობია.
“მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება რომ შევიდეს და მოინახულოს იგი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება აღნიშნულ საქმეს და მიიღებს მონაწილეობას”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.














კომენტარები