• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილს თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:50 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების ხედვა წარადგინა. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი აცხადებს, რომ  სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, ნამდვილად არ არის მითი და თეზისებად აყალიბებს იდეებს დეოლიგარქიზაციის კანონის, ენერგეტიკული განვითარების, გადასახადების სიტემისა და სხვა რეფორმების შესახებ. 

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არ სჯერა ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების და სააკაშვილს თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა.

„მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვას არ გავცნობივარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, გულმოდგინედ წავიკითხავ. დოკუმენტი ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს, თუ რაიმე სასარგებლო იქნება, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, აუცილებლად გულმოდგინედ წავიკითხავ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. ცოტა არ მჯერა, ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ, რადგან შეიძლება იქაც იყოს რაღაც რაციონალური. რასაც ყური მოვკარი, პენსია 500 ლარი გახდება უცებ, ეს არის წყალ-წყალა პოპულიზმი და მეტი არაფერი. თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მას შეეძლო, პენსია 500 ლარიც გაეხადა და 500 000, მაგრამ არ მჯერა, რომ „ჰოპ“ და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

კარგია, რომ პენსია 14 ლარიდან ასი გახდა. თუ გგონიათ, რომ რაც კარგი იყო, არ მომწონს, ძალიან ცდებით – თავის დროზე გაქანებული მიშისტი ვიყავი. მის მიმართ გული მაშინ გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა, როცა ვნახე, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა და როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა – გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ. ვნახე, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძისა და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია. ამით უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვე ნახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის კაზინოს და ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ, თუ გამოძიება დაიწყება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved