“რუსეთი არის ძალიან მძიმე ვითარებაში. ერთი ანდაზა რომაა, ხო იცით “ ქათამმა თქვა, ცხვარი დაკლეს მე დამაკლესო, ძროხა დაკლეს ზედ დამაკლესო”. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ, უკრაინას თუ გადაუარა რუსეთმა, ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ მაგარ შარში ვართ. თუ უკრაინასთან ვერაფერი ვერ ქნა და ეს სტატუს-კვო შენარჩუნდა ხო იცი ანდაზა რომაა “ ცხენს ვერ მიწვა და უნაგირს დაუწყი ცემაო” შეიძლება მობრუნდეს და ჩვენ კიდე რაღაცა წაგვართვას. შარი შეიძლება მოგვდოს ნებისმიერ რამეზე, ისევე როგორც უკრაინას”,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.














კომენტარები