ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
„საქართველო არ არის ქვეყანა. საქართველო არის კვაზი ქვეყანა, რაღაცა ჩამოუყალიბებელი. ჭორვილა არის ამის სახელი, საქართველო არ არის. ჭორვილის რესპუბლიკა შეიძლება დავარქვათ, “ბიძინისტანი’”, ბევრი სახელი შეიძლება მოვუფიქროთ. ოპოზიციამ შესთავაზა პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ტექსტი, მან თქვა, რომ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც გაივლიდა, სად გაივლიდა? – წავიდნენ ბიძინას წაუკითხეს. ბიძინას დაემართა ისტერიკა როგორც ჩანს, “რუსეთი ამოიღეთ, რუსეთი ამოიღეთო” – ამოიღეს რუსეთი. აგრესიის მთავარი შემოქმედი სუბიექტი ამოიღეს“ – განაცხადა სანიკიძემ.














კომენტარები