ფპტპხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში დაზიანებული სკამის ფოტოს და მიმართვას ავრცელებს:
„იცოდე, რომელმაც ეს სკამი დააზიანე, სოციალურად დაუცველს პურის პული წაართვი, პენსიონერს პენსია დააკელი, ავადმყოფს მკურნალობა გადაავადებინე, განათლებას ხელი შეუშალე როგორც საბავშვო ბაღებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, გზის მოწესრიგება და გარეგანათება შეაფერხე, სამხედროებსა და სამართალდამცავებს ქვეყანასა და ადამიანებზე ზრუნვის საშუალება არ მიეცი და კიდევ სხვა არაერთი მძიმე შედეგი მოიტანე.რატომ? ის ფული, რომელიც ახლა ამ სკამის აღდგენას ან ახლით ჩანაცვლებას უნდა მოხმარდეს, შეიძლებოდა, სახელმწიფოს სწორედ ზემოხსნებულ სფეროებში გამოეყენებინა, მაგალითად, ვინმეს მკურნალობა დაეფინანსებინა.მოდი, მოვუფრთხილდეთ საკუთარ ქონებას“ – წერს ჩანადირი.















კომენტარები