პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტი რაციონალურია.
„რა დავაკელით ამ რეზოლუციას? ჩვენ არ აღვნიშნეთ, რომ NATO და ევროკავშირი არის მთავარი მისწრაფება ჩვენი? არ აღვნიშნეთ ის, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველამ, ვინც ამ საკითხშია ჩარეული? თუ რა თემა დავაკელით? რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით, ის ცუდი ბიჭი ისა? შეაგინეო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს. შესაგინებელი კი არის, მაგრამ, რეალურად, სიტუაცია, რომელიც შეიქმნა დღეს და იმ ფრონტის ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი იქ არ უნდა შეიქმნას“ – აღნიშნა გია ვოლსკიმ.














კომენტარები