ტვ პირველის ვარაუდით, კოვიდინფიცირებული პრემიერი სამსახურში დადის და იზოლაციაში არ იმყოფება. ეს ეჭვი მას შემედეგ გაჩნდა, რაც დისტანციურად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩართვის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი, თეთრი კაბინეტიდან ჩაერთო, სადაც ფონად საქართველოს გერბი კიდია. ეს ინტერიერი ზუსტად ჰგავს პრემიერის კაბიენეტს.
“ტვ პირველმა” ირაკლი ღარიბაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან სცადა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ტვ პირველი














კომენტარები