ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში , 4-სართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაში ცხოვრება დღითიდღე შეუძლებელი ხდება – ბინებში თითქმის ჩამოშლილია საყრდენი კედლები და შესაძლოა ჩამოინგრეს და 40 ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდეს.
როგორც ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, ბათუმის მერიას და შესაბამის სამსახურებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.
ადგილზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან – ისინი ბათუმის მერს მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება და გაყვანა კორპუსიდან.














კომენტარები