• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილი მემუარებში, თურმე, ჟვანიას აკრიტიკებს, ბადრი აფინანსებდაო“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
13:40 02-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ამ წუთებში საქართველოს 4 ქალაქში მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ. აქცია ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში იმართება, რასაც ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფასებს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს. თან კახა ბენდუქიძის იდეოლოგიას აღმერთებდე და თან ფასებს აპროტესტებდე, სასაცილოა – აღნიშნავს სალუქვაძე.

„ნაციონალური მოძრაობა დღეს რამდენიმე ქალაქში ფასებს გააპროტესტებს.▪️ვის მოსწონს მაღალი ფასები, მაგრამ თქვენგან გაპროტესტება ძალიან სასაცილოა. ესაო, ისაო, თავისუფალი ბაზრის მომხრენი ვართო.▪️მეც მინდა ხორცი იმდენივე ღირდეს, რაც 2003-ში ღირდა (4,50ლ), მაგრამ ხუთმაგად გააძვირეთ 2011-ში და თქვენ ხმა არ ამოგეღებათ. თქვენ შექმენით ფარმაცევტული და ყველანაირი მონოპოლიები. ვისი პირადი ბიზნესი იყო ხორცის სფეროს მონოპოლიზება და სასაკლაოები, ყველამ ვიცით.▪️თან კახა ბენდუქიძის იდეოლოგიას აღმერთებდე და თან ფასებს აპროტესტებდე, სასაცილოა. ნათელაშვილი მაინც გამოგეყვანათ, შრომის პარტიაა, თუმცა ისიც სახელად.▪️ნებისმიერი პარტიის პროტესტს მივიღებ, მოქმედი და ყოფილი ნაცმოძრაობის გარდა.▪️ამიტომ ვწერ წლებია, რომ არ გვყავს იდეოლოგიებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიები. სახელებს “ბლატნოი” ნომრებივით იწებებთ.▪️ფასებს რაც შეეხება, იმედი მაქვს გაზაფხულიდან წამლების ფასებს დაეტყობა თურქული ბაზრის გახსნა. ასევე ლარის გამყარების კარგი ტენდენციაა, დღეს კიდევ გამყარდა, რამაც ასევე ასახვა უნდა ჰპოვოს ფასებზე. თუმცა, ჩვენი იმპორტიორები გამონახავენ მიზეზებს.▪️იქნებ კოლეგებმა დადოთ კარგი კვლევები სურსათის კონკრეტულ სახეობებზე, რა ღირს იმ ქვეყანაში, საიდანაც შემიგვაქვს (მაგ. ზეთი, წიწიბირა, ვერმიშელი და ა.შ.), რა ხარჯები ემატება დახლამდე. ეს მოგვცემს სურათს. ამის შემდეგ, ჩვენ გავაპროტესტებთ, სადაც მაიმუნობას ექნება ადგილი.▪️სხვათაშორის სასუქზე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა ფასები. გაიზარდა ჩვენთანაც. ეს შემდეგ აისახება სოფლის მეურნეობაზე. ეს ახლაა სასაუბრო. ექსპორტიორები არიან რუსეთი, მგონი ბელარუსიც. ჩვენთან აზოტი რუსეთს მივყიდეთ, ხომ? ვინც მიჰყიდათ, ახლა აქციებს მართავს.▪️ჰოდა, ორი დღე სულ ტყუილად რეზოლუციაზე რომ იძიძგილავეთ, ამ თემებზე ისაუბრეთ პარლამენტში, შესაბამის კომიტეტებში. არავის აინტერესებს სააკაშვილის დასანახად მოწყობილი პოპულისტური აქციები. ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ ადამიანთა ბედი არ გადარდებთ.P.S. 1. სამადაშვილი ლელოში გადავიდა. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთო.2. სააკაშვილი მემუარებში, თურმე, ჟვანიას აკრიტიკებს, ბადრი აფინანსებდაო, ბარიერი ვერ გადალახაო. ეს თემა ცალკეა გასაანალიზებელი. აბა რევოლუცია რა საბაბაბით მოაწყვეთ, თუ ამან ვერ გადალახა, იმან ვერ გადალახა, ეგზითფოლები თუ თქვენ დამალეთ?“ – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved