თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია “მთავარს” ადამიანების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშულებს და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ისმის ჟურნალისტის კითხვა, რომელიც რესპოდენტს ეკითხება: შეძლებთ თქვენ ერთთვიანი 150 ლარიანი სამგზავრო აბონემენტი იყიდოთ?
“არ მოგესმათ მეგობრებო, ნამდვილად ასე კითხულობს ეს ჟურნალისტი. შეიძლება, ეს არის ჟურნალისტის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რადგან 150 ლარი ღირს 6 თვიანი აბონემენტი და არა ერთთვიანი. მაგრამ, ზოგადად, ძალიან ცუდია ეს, ამიტომ ადამიანებმა ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ დეზინფორმაციას” – განაცხადა კახა კალაძემ.














კომენტარები