• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის ჯარში სასწრაფო წესით გაწვევა უნდა გაუქმდეს და არმიის რაოდენობა 40%-ით უნდა გაიზარდოს – ზელენსკის ახალი ბრძანებულება

ალია ავტორი - ალია
21:13 02-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, მომზადდეს კანონპროექტი 2024 წლიდან ჯარში სასწრაფო წესით გაწვევის გაუქმების თაობაზე. ამასთან, არმიის რაოდენობა თითქმის 40%-ით უნდა გაიზარდოს, კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს კი გაეზრდებათ ხელფასები. ბრძანებულება 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

ბრძანებულების თანახმად, 2025 წლისთვის უკრაინის არმიის რაოდენობა 100 ათასით უნდა გაიზარდოს. ამჟამად მასში 261 ათასი ადამიანია. უკანასკნელად სამხედროთა რაოდენობა ივლისში გაიზარდა. ამგვარად, 2025 წლისთვის უკრაინის არმიაში 38%-ით მეტი სამხედრო უნდა იყოს, ვიდრე დღესაა.

ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, კონტრაქტით მომუშავე სამხედროების ხელფასი 2023 წლიდან, სულ ცოტა, სამჯერ მეტი უნდა იყოს შრომის მინიმალურ ანაზღაურებაზე. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს თანხა დაახლოებით 20 ათას გრივნას, ანუ 705 აშშ დოლარს შეადგენს. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი უკრაინის არმიაში.

არმიაში სამხედროთა რაოდენობისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის ფონია მრავალრიცხოვანი ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ სამხედროსა და ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის შეიძლება ემზადებოდეს. მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved