• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიზეზი, რატომაც ჯერ არ სჯის ივანიშვილი ღარიბაშვილს და შესაძლო ორი მოტივი, რის გამოც პრემიერმა მედიკამენტების გაიაფებაზე ლაპარაკი დაიწყო – კახა კუკავა

ალია ავტორი - ალია
03:30 01-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

თამო კეშელავა, ალია

“ქართული ოცნების”  მმართველობის მეათე წელს და პრემიერობის მეორე წრეზე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მედიკამენტების ძალიან მაღალი ფასი, როგორც იქნა “დაინახა” და განაცხადა, რომ შესაძლებელს გახდის თურქეთიდან წამლების შემოტანას. “ალიას” ესაუბრება პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა.

– რა გგონიათ რეალური მიზეზი პრემიერის ინიციატივის და საერთოდ, ფიქრობთ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა? კულუარულად უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ფარმაწილების გადანაწილება ხდება სინამდვილეში.

– ორ მოტივს ვხედავ მე. რასაკვირველია, ჯერ მტკიცების სახით არ ვიძახი, სავარაუდო მოტივებს გეტყვით: – ერთი, რასაც ბრძანებთ, სავარუდოდ, 4-5 ფარმაკომპანია რომ არსებობს ბაზარზე, ხდება ამ წილების გადანაწილება. თქვენ იცით, ორი კომპანიაა პირადად ივანიშვილთან დაკავშირებულია, ეს არის “ჯიპისი” და “ფარმადეპო”, ადრე “ავერსსა” და “პსპ”-ს ეკავათ უფრო წამყვანი ადგილი, ახლა, ამ რეგულაციების მეშვეობით, ჯიპისი და ფარმადეპო შეეცდებიან, თავად მოიპოვონ ბაზარზე წამყვანი მდგომარეობა. ჯიპისი და ფარმადეპო ერთი კომპანიაა რეალურად, ორივე “გეფაა” და “გეფა” პანამის კუნძულებშია დარეგისტრირებული და პანამის კუნძულებში ვინც არის დარეგისტრირებული, ეგ უკვე გამოაქვეყნა იმ ცნობილმა საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ. მეორე მოტივი – გამოვთქვამ ასეთ ვარაუდს, ეს არის ღარიბაშვილის დამოუკიდებელი თამაში. ღარიბაშვილმა, ვნახეთ, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, დაიკავა ის პოზიცია, რომელიც ხალხთან ყველაზე მეტად ახლოს იყო, შედარებით რბილი რეგულაციები შემოიღო, ჩემი აზრით, ის ემზადება დამოუკიდებელი თამაშისათვის. ის რაც მოხდა ყაზახეთში, ოღონდ სისხლისღვრას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ არაფორმალური მმართველის ფორმალური მმართველით ჩანაცვლებას რუსეთის მხარდაჭერით, ეს სცენარი ჩვენ შეიძლება 2022 წელს ვიხილოთ საქართველოში. ღარიბაშვილი და ივანიშვილი დაახლოებით ისეთ მიმართებაში იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ყაზახეთში ნაზრაბაევი და ტოკაევი, ოღონდ, რაღაც მომენტში, ამოუვიდა ხალხს ყელში ნაზარბაევი და ეს სიტუაცია ტოკაევმა და რუსეთმა გამოიყენეს კარგად. საქართველოშიც ძალიან ჰგავს სიტუაცია, ახლა ივანიშვილი ამოსული ჰყავს ხალხს ყელში… ამას დადასტურებულად კი არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილი იღებს პოპულარულ გადაწყვეტილებებს, ხო? ეს აკრძალული იყო და ამის გამო დაისაჯა რამოდენიმე პრემიერი – კვირიკაშვილი და გახარია, მაგალითად, რომლებიც ცდილობდნენ რეიტინგის დაჭერას, ივანიშვილს მოსწონს პრემიერები, რომლებსაც საკუთარი არაფერი არა აქვთ. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ღარიბაშვილი ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისათვის.

– მასეთ შემთხვევაში, რატომ არ ჩქარობს ივანიშვილი ღარიბაშვილის დასჯას?

– იცით რატომ? ახლა რომ ღარიბაშვილი მოხსნან, შეიქმნება განწყობა, რომ აი, მოხსნეს იმისათვის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ შემოიღო, აი, მოხსნეს იმისათვის, რომ მედიკამენტების იმპორტი დაიწყო თურქეთიდან. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ უნდა მოიყვანოს მის პოსტზე ივანიშვილმა, რასაც ახლა ვიტყვი, ამ ქვეყნის ტარგედიაა, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერის მოძებნაც კი გაუჭირდება თავისი მმართველი გუნდიდან. კრიზისული მდგომარეობაა და ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები. ასეთი კოსმეტიკური ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას თავად მოუბრუნდება ცუდად. ოღონდ ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამას ვერ აცნობიერებს და ვხედავთ, როგორ თავხედურად უჭირავს თავი. ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება, წარსული გამოცდილებიდან გვახსოვს.

“პრემიერი შეხვდა კომპანიებს, ვინც ფასებს აძვირებდა?” – სამედიცინო ბიზნესის მახინჯი სისტემა და დაფინანსების სქემა – კახა კუკავა
თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილიკახა კუკავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved